შ.პ.ს. "ნატექსი" დაფუძნდა 2007 წლის 2 ოქტომბერს და 2008 წლიდან შეუდგა აქტიურ მუშაობას ბაზარზე, ამდროისთვის კახეთის ნედლეულის ბაზრის 50% ფლობს. აგრეთვე ნედლეულის შესყიდვა ხორციელდება დასავლეთ საქართველოში კეძოდ სამეგრელო, იმერეთსა და გურიაში.
შ.პ.ს. ნატექსი დაფუძნებულია დიდი გამოცდილების მქონე ჯგუფის მიერ, რომელი ჯგუფიც მოღვაწეობს ამ ბიზნესში 1998 წლიდან და გააჩნია თხილის ბიზნესის კვლევის და მართვის საკმაო გამოცდილება. 

ზემოთ აღნიშნული ჯგუფი მართავდა საქართველოს სხვა და სხვა კუთხეში არსებული თხილის გადამამუშავებელი წარმოებების მენეჯმენტს.უწევდა რამდენიმე კომპანიას საკონსულტაციო მომსახურებას და აწარმოებს ქართული თხილის ბაზრის კვლევას.

შ.პ.ს. "ნატექსი" წარმოადგენს პირველ თხილის გადამამუშავებელ საწარმოს კახეთში. რამაც კიდევ ერთი დარგის აღორძინებას ჩაუყარა საფუძველი ამ რეგიონში.

თხილი წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული საექსპორტო კულტურას საქართველოში, რომელიც ძირითადად გამიზნულია ევროპული ბაზრისთვის. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთს დომინანტური პოზიცია უკავია თხილისი ბაზარზე და ფასების მკვეთრი რყვვა ძირითადად თურქული მწარემობლებით კონტროლირდება, საქართველოს თხილის წარმოებას კვლავ აქვს გაზრდის და შემოსავლების წარმოშობის დიდი პოტენციალი.

შედარებით დაბალი საწარმოო ხარეჯბი და ხარისხის სტანდარტებთან მიახლოება საქართველოს უნარჩუნებს განსაზღვრულ ნიშას. საქართველოს კლიმატური პირობები განსაკუთრებით ხელსაყრელია თხილისთვის. განსაკუთრებით კახეთის მშრალი კლიმატი ხელს უწყობს შრობის პროცესს და მიიღწევა მაღალი ხარისხი. თხილის საექსპორტო პოტენციალის ზრდის გამო უფრო მეტი ფერმერი ინტერესდება კახეთში ახალი გაუმჯობესებული პლანტაციების გაშენებით.

Скачать шаблоны joomla.